მაგნიტური ქვიშა


ურეკის ერთ-ერთი უბანია მაგნეტიტი, რომელსაც ეს სახელი ეწოდა მაგნეტიტი რკინის შემცველი სილების გამო. მაგნეტიტი მდებარეობს მდინარეების, კუჩხასა და სეფას შორის და გაშლილია 2-2,5 კმ. სიგრძისა და 500-600 მ. სიგანის ტერიტორიაზე. მაგნეტიტის პლაჟი სიგრძის 1-1,5 კილომეტრია, სიგანით კი 60-80 მეტრი. ზღვის დონე ნაპირთან დაბალია და 20-40 მეტრის მანძილზე ადამიანს ყელამდე არ სწვდება. სანაპირო შედგება წვრილმარცვლოვანი სილისაგან, რომელშიც არის 2-7%-მდე რკინის მაგნეტიტური მადანი.



შემადგენლობა %-ში
Fe
FeO
SiO2
CaO
Al2O3
MgO
TiO2
47.63
16.6
13.44
4.43
4.61
2.75
5.23
48.56
15.46
12.69
3.79
6.68
3.62
4.79
48.12
16.28
12.93
4.10
5.18
3.07
5.11

მაგნეტიტური ქვიშა წარმოიქმნა მდინარეების სუფსისა და ნატანების მიერ ზღვაში აჭარა-თრიალეთის ფენათა სისტემის ეფუზური ეოცინური წარმონაქმნების რეცხვის მასალის ჩატანის ხარჯზე.

ურეკში დასვენებისას და მკურნალობისას ადამიანის ორგანიზმზე კომპლექსურად მოქმედებს რამდენიმე ბუნებრივი და ფიზიკური ფაქტორი – ზღვის კლიმატი, თბილი ქვიშის აბაზანა და მცირე ინტენსივობის მაგნიტური ველი, ყოველივე ეს ქმნის საუკეთესო პირობებს გაჯანსაღებასა და დასვენებისათვის.

ურეკის დადებითი საკურორტო ფაქტორები შეიძლება გამოყენებულ იქნას საკმაოდ ბევრი დაავადებების სამკურნალოდ. კერძოდ, გულ-სისხლძარღვთა სისტემის და პერიფერიულ სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონალური დაავადებები, სხვადასხვა სახის საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებები და ა.შ. სამკურნალო ფაქტორები ერთნაირად წარმატებით გამოიყენება როგორც ბავშვების, ასევე მოზრდილების სამკურნალოდ.








Комментариев нет:

Отправить комментарий