პროექტი: „გურია - ჯანმრთელობა და ტურიზმი“ .
მიზანი:
1. ქიმიის, გეოგრაფიის, ფიზიკის, ბიოლოგიისა და ისტ-ის ინტეგრირებით კადეტებში თეორიული ცოდნის გაღრმავება, გამტკიცება და მოტივაციის გაზრდა.
2. კადეტებმა შეძლონ შეფასება გურიის მხარის მნიშვნელობა საქართველოს ტურიზმში და
ჯანდაცვაში.
მეთოდები:
1. ჯგუფების შექმნა საგნობრივი ინტერესებიდან გამომდინარე _ _
,,ქიმიკოსები’’, ,,გეოგრაფები’’, „ფიზიკოსები“ და ,,ბიოლოგები“;
ჯგუფური მუშაობა;
3. თანამშრომლობა (მოსწავლე-მოსწავლე; მოსწავლე-მასწავლებელი; მასწავლებელი-მასწავლებელი);
4. კვლევისათვის გამოსაკითხი ანკეტის შედგენა;
5. ვერბალური მეთოდი, ზეპირი გადაცემა და Power Point –ით პრეზენტაცია;
6. ინტერნეტთან მუშაობის მეთოდი -
მიცემული მასალის დამოუკიდებლად გაცნობა, დამუშავება და ანალიზი;
7. წერითი მუშაობის მეთოდი, კონსპექტების, თეზისებისა და რეფერატების მომზადება;
8. ჯგუფში დისკუსია/დებატები, საკუთარი აზრის დაფიქსირება.
პროექტის აღწერა:
1. ქიმიით, გეოგრაფიით, ფიზიკითა და ბიოლოგიით დაინტერესებული კადეტების შერჩევა და მათი შესაბამის ჯგუფებად დაყოფა _
,,ქიმიკოსები’’, ,,გეოგრაფები’’, ,,ფიზიკოსები“ და ,,ბიოლოგები“;
2. კვლევის ჩატარება გამოკითხვის სახით, გამოიკითხა კადეტები, სამხედროები და მასწავლებლები: „რომელ მინერალურ წყალს ანიჭებთ უპირატესობას?“
3. გამოკითხვის შედეგების დამუშავება და ანალიზი;
4. ჯგუფების მიერ ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება შესაბამისი თემების მიხედვით:
ü გურიის მხარის ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება;
ü კურორტი ბახმარო;
ü მინერალური წყალი ნაბეღლავი;
ü ურეკი და
მაგნიტური ქვიშა;
ü დაბა შეკვეთილი;
ü ბახმაროს ტყის ფლორისტიკული შემადგენლობა, მნიშვნელობა და როლი ადამიანის ჯანმრთელობისთვის;
5. ექსკურსიის ორგანზება და ჩატარება მარშრუტით: ქუთაისი-ბახმარო-ნაბეღლავი-სოფ. ხიდისთავი (ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმი)-დაბა შეკვეთილი (Black Sea Arena, ,,ატრაქციონების პარკი ციცინათელა“)-დაბა ურეკი-ქუთაისი;
6. ისტ-ის გამოყენებით ჯგუფების მიერ პრეზენტაციების შექმნა;
7. კონფერენციის დაგეგმვა, საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;
8. კონფერენციის ჩატარება და შთაბეჭდილებების გაზიარება სხვა კადეტებისთვის;
9. ფოტო და ვიდეო მასალის გადაღება;
10. პროექტის ბლოგების შექმნა;
11. კონფერენციის შეფასება მოსწავლეების მიერ ბლოგზე (padlet.com).
Комментариев нет:
Отправить комментарий