მინერალური წყალი ”ნაბეღლავი”


მინერალური წყალი ”ნაბეღლავისა” და ”ბახმაროს” მწარმოებელი კომპანია ”წყალი მარგებელი” (“HEALTHY WATER” ) 1997 წელს დაარსდა და დღეისათვის ადგილობრივი ბაზრის ლიდერია.


კომპანიის დაარსების მიზანი იყო, განეახლებინა ნაბეღლავის ჩამოსხმა, რისი საკმაოდ ხანგრძლივი ტრადიციაც უკვე არსებობდა. ამგვარად, კომპანიის ისტორიას მივყავართ თავად ნაბეღლავის მინერალური წყლის ისტორიამდე.



ნაბეღლავის მინერალური წყლის საბადო მდებარეობს სოფ. ნაბეღლავის ტერიტორიაზე და დასახელებაც აქედან მომდინარეობს. ნაბეღლავის წყარო 1905 წელს იქნა აღმოჩენილი. გადმოცემის თანახმად, გურიის ხელუხლებელი ბუნების წიაღში, ადგილობრივ მოსახლეობას ყურადღება მიუქცევია ერთ-ერთი წყაროსათვის, რომელსაც ხარები ეტანებოდნენ; სწორედ ამ წყალს აღმოაჩნდა განსაკუთრებული გემო და გამორჩეული სამკურნალო თვისებები.



ნაბეღლავის მინერალური წყლის საბადო მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში იქნა შესწავლილი ცნობილი ქართველი და უცხოელი მკვლევრების მიერ.



თავდაპირველად, წყლის ქიმიური შემადგენლობა შეისწავლა საქართველოში მოღვაწე ლატვიელმა მკვლევარმა, რობერტ კუპცისმა 1921 წელს. 1930-იან წლებში კი წყლის საბადოზე ჰიდროგეოლოგიური კვლევები ჩატარდა გამოჩენილი ქართველი და სხვა საბჭოთა მეცნიერების ხელმძღვანელობით.



1958 წლიდან დაიწყო ნაბეღლავის წყლის ქარხნული წარმოება, მას შემდეგ რაც სოფ. ნაბეღლავში, ადგილობრივი წყაროების სამკურნალო თვისებები გამოვლინდა და ბალნეოლოგიური კურორტი დაარსდა. აღნიშნულ პერიოდში, წარმოებული პროდუქციის მოცულობაც და გავრცელების არეალიც შედარებით მცირე იყო.



1998 წლიდან ნაბეღლავის მინერალური წყლის ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო, როცა წარმოებას სათავეში ჩაუდგა ”წყალი მარგებელი.” კომპანიის ძალისხმევის - წყლის ხარისხისა და წარმადობის გაზრდის შედეგად ”ნაბეღლავმა” მალევე გაითქვა სახელი მთელ საქართველოში, დაიმსახურა ხალხის სიყვარული და შესაბამისად, დროთა განმავლობაში - მოწინავე პოზიცია ადგილობრივ ბაზარზე.



„წყალი მარგებელი” მხოლოდ ნაბეღლავის წარმოებით არ შემოიფარგლა და 2002 წლიდან დაიწყო წყაროს წყალი ბახმაროს ჩამოსხმა.


ექსპორტი

2000 იანები წლების დასაწყისში ადგილობრივ ბაზრის ზრდასთან ერთად "წყალი მარგებელის" პროდუქციის მიმართ უცხოეთის ბაზრებზე გაჩნდა მოთხოვნა, თავდაპირველად კომპანიამ აღმოსავლეთ ევროპის ბაზრები მოიცვა და "ნაბეღლავისა და "ბახმაროს" შეძენა რუსეთის, უკრაინისა და მოლდოვის ბაზრებზე გახადა შესაძლებელი, შემდეგი ეტაპისთვის ათვისებული იქნა ცენტრალური აზიის მნიშვნელოვანი ქვეყნები. 
2015 წლისთვის "წყალი მარგებელის" პროდუქცია მსოფლიოს 28 ქვეყანაში გადის ექსპორტზე.

ნაბეღლავი

ნაბეღლავი არის ბუნებრივი ნახშირორჟანგით გამდიდრებული,  ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი სუფრის წყალი.
ნაბეღლავის მინერალური წყლის საბადო მდებარეობს კურორტ ნაბეღლავის ტერიტორიაზე და სახელიც ადგილწარმოშობის შესაბამისად ეწოდა.
სასიამოვნო გემოს გარდა ყურადღებას იმსახურებს უნიკალური სამკურნალო და პროფილაქტიკური თვისებების გამო;  ამასთან,  მისი მოხმარება შეიძლება შეუზღუდავი რაოდენობით, ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის. 
”ნაბეღლავის” სისტემატური მოხმარება ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას მავნე ნივთიერებებისაგან და მის გამდიდრებას აუცილებელი მინერალებით.

ტექნოლოგია

მინერალური წყლის სათავეები მდებარეობს მცირე კავკასიონის მთებში, საქართველოს დასავლეთ ნაწილის ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. იქვეა განალაგებული საწარმოც.  
ნაბეღლავის ნატურალური მინერალური წყალი წიაღიდან ჭაბურღილების მეშვეობით მოიპოვება, რომელთა სიღრმეც 180 -1200 მეტრს აღწევს. ბახმაროს წყაროს სათავე ქარხნიდან 1,5 კმ  მოშორებით მდებარეობს და წყალი მილსადენით მიეწოდება ქარხანას, სადაც ორივე სათანადოდ იფილტრება და ისხმება სხვადასხვა მოცულობის პეტ-ის და შუშის ბოთლებში. მთელი საწარმოო კომპლექსი მოწინავე ევროპული ტექნიკითაა აღჭურვილი, რაც წარმოების ეფექტურობას და პროდუქციის მაღალ ხარისხს განაპირობებს.  გერმანული კომპანია ”კრონესის” (KRONES)  სამი ავტომატური ხაზი უზრუნველყოფს 30 000 ბოთლის ჩამოსხმას საათში.
























Комментариев нет:

Отправить комментарий