ურეკი — დაბა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, ზღვის დონიდან 4 მ., ოზურგეთიდან 24 კმ. ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან შემოსაზღვრულია მდინარეების სეფასა სუფსის შესართავებით, ხოლო აღმოსავლეთიდან აკრავს წვერმაღალას მთა. დაბის სტატუსი მიენიჭა 1953 წელს.
ურეკი ზღვისპირა კლიმატური კურორტია. ჰავა ზღვის სუბტროპიკულია, იცის თბილი უთოვლო ზამთარი (იანვრის საშუალო ტემპერატურა 5,8°C) და ცხელი ზაფხული (ივლისის საშუალო ტემპერატურაა 22,6°C). ნალექები 2080 მმ წელიწადში.
გამორჩეულია მაგნიტური თვისებების მქონე ქვიშით. სასარგებლოა გულ-სისლძარღვთა სისტემის, სუნთქვის ორგანოების და საყრდენ-მამოძრავებელი ორგანოების, ნევროზის სამკურნალოდ. ძირითადი სამკურნალო ფაქტორებია ზღვის ჰავა და სილიანი პლაჟი. ზღვის სიღრმე დიდ მანძილზე მცირეა, რაც განსაკუთრებით ხელსაყრელია ბავშვების ბანაობისთვის. პლაჟის სილა შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნეტიტის ნაწილაკებს. ურეკის მიდამოებში აღინიშნება მომატებული მაგნიტური ველი, რაც ბუნებრივ სამკურნალო ფაქტორად არის აღიარებული.
კურორტ ურეკის ბუნებრივი სიმდიდრეებია: თბილი ზღვა, სასწაულებრივი მაგნეტიტის ქვიშის პლაჟები, მზე, რბილი სუბტროპიკული ჰავა, მდიდარი სუბტროპიკული ბუნება ქმნის უაღრესად ხელსაყრელ პირობებს დასვენებისა და მკურნალობისათვის.
Комментариев нет:
Отправить комментарий